არგენტინელ მსაჯს წითელი ბარათისთვის ტყვიით გაუსწორდნენ

© Flickr / Beatrice Murchარგენტინის პოლიცია
არგენტინის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არგენტინაში ფეხბურთელმა მსაჯს, რომელმაც ის მოედნიდან გააძევა, სამი ტყვია ესროლა. მატჩის მთავარ არბიტრს, 48 წლის სეზარ ფლორესს ტყვიები თავის, მკერდისა და კისრის არეში მოხვდა. მსაჯი გარდაიცვალა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედნიდან გაძევების შემდეგ მსაჯი მოკლა, ხოლო მეტოქე დაჭრა, იუწყება Р-Спорт-ი Mirror-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ქალაქ კორდოვაში მოხდა. 25 წლის ფეხბურთელმა წითელი ბარათის მიღების შემდეგ დატოვა მოედანი, მაგრამ რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სამი ტყვია თავის, მკერდისა და კისრის არეში მატჩის მთავარ არბიტრს, 48 წლის სეზარ ფლორესს მოხვდა, რომელიც გარდაიცვალა. ასევე დაშავდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი ვალტერ სარატე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ყველაფერი მატჩის დროს მოხდა. არ ვიცით, რა მოუვიდა მსაჯს, მაგრამ მოთამაშე გაბრაზებული იყო, წავიდა, აიღო იარაღი და მოკლა ის“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად ის იძებნება.

ყველა ახალი ამბავი
0