ყველა ჩვენგანი თუ არა, ალბათ ყოველი მესამე მაინც გაჭედილა ლიფტში. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო თბილისურ კორპუსებში და ამიტომ დღესაც, როცა ლამის ძველ სახლებშიც კი ახალი, თანამედროვე, სრიალა და ლაპლაპა ლიფტები დაამონტაჟეს, პირველი ასოციაცია, რაც მისი ხსენებისას გვიჩნდება, ეს სწორედ გაჭედვაა. წარმოუდგენელია, მეტი რა თავგადასავალი შეიძლება გადახდეს ადამიანს სულ რამდენიმე სართულის მანძილზე. არადა, თურმე შეიძლება… თურმე შეიძლება ლიფტში მოჩვენება გამოგეცხადოს და გვარიანი შიშიც გაჭამოს.
შემოთავაზებულ ვიდეოში სწორედ ამგვარი კადრებია აღბეჭდილი. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ხუმრობაა, გათამაშება და მეტი არაფერი. უყურეთ და იცინეთ.