ქართული "X-ფაქტორის“ ბრილიანტი

გამოწერა

პროექტ "X-ფაქტორში“ თორნიკე ყიფიანს ჟიურიმ ბრილიანტი უწოდა. 2014 წელს მსოფლიოში პოპულარული შოუს ქართულ ანალოგში მონაწილეობის მიღება თორნიკეს გადააწყვეტინა. პროექტის პირველივე დღიდან მან ჟიურისა და მსმენელის ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. მოუსმინეთ მის შესრულებას და თავად დარწმუნდებით მის ტალანტში.

ვიდეოს, რომელშიც თორნიკე ყიფიანი ცნობილი ქართველი მომღერლის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერას ასრულებს, 1,5 მლნ ნახვა აქვს. 

თორნიკე პროფესიით არქიტექტორია. ბავშვობაში იგი ვიოლინოზე დადიოდა, მაგრამ არ მოსწონდა და თვი მალე დაანება.როცა წამოიზარდა მან გიტარაზე დაკვრა დაიწყო, თუმცა, ვოკალზე არც მაშინ უფიქრია.

თორნიკე საკმაოდ თვითკრიტიკულია. ამბობს, რომ არასდროს არის კმაყოფილი თავისი შესრულებით. „ასეც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იფიქრებ იმაზე, უკეთ როგორ გააკეთო“, — განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.


ყველა ახალი ამბავი
0