თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი წინასწარი მონაცემებით საქართველოს სექტემბრის დასაწყისში ეწვევა, იტყობინება ორშაბათს, სააგენტო "Новости-Грузия" რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელზე ზაზა ვაშაყმაძეზე დაყრდნობით.
საქართველოში ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში შედგება. ეს საკითხი ვაშაყმაძემ ამიერკავკასიაში რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთან ჯუზეპე პაზოტოსთან (Giuseppe Pasotto) განიხილა.
„წინასწარი თარიღით ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში შედგება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი ეწვევა არა მარტო საქართველოს. იგი ჩავა თბილისში, ერევანსა და ბაქოში“, — თქვა ვაშაყმაძემ.
საქართველოს საპატრიარქოში მოსალოდნელი ვიზიტი უკვე განიხილეს ვატიკანში საქართველოს ელჩთან თამარ გრძელიძესთან.