გამოფენა International Education Fair 2016 გაიხსნება ExpoGeorgia-ს პავილიონებში

© https://www.facebook.com/ExpoGeorgia/ExpoGeorgia
ExpoGeorgia - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა ექსპო ჯორჯიას ოთხ პავილიონში განთავსდება. თავის პროგრამებსა და მასალებს 14 წვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი წარმოადგენს

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.თბილისის საგამოფენო ცენტრში Expo-Georgia 18-19 თებერვალს განათლებისა და კარიერის მეექვსე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება International Education Fair 2016, იტყობინება  ExpoGeorgia.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიირებენ მსოფლიოს 14 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი. გამოფენის ორგანიზატორი ტრადიციულად ExpoGeorgia რჩება. 

„წელს გამოფენა ყველაზე მრავალფეროვანი იქნება მასში მონაწილეთა რაოდენობით და საგამოფენოი ცენტრის 4 პავილიონში იქნება გაშლილი. მნახველებს საშუალება ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  პროგრამებზე, რომელიც  საქართველოში და მსოფლიოში არსებობს. ასევე გაცვლით პროგრამებზე, სტიპენდიის მიღების შესაძლებლობაზე, გრანტებზე და სწავლების დაფინანსებაზე“, — განაცხადეს ორგანიზატორებმა.

განათლების მინისტრმა სტუდენტებს - ყოფილ პატიმრებს ნოუთბუქები გადასცა

გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად შეხვდნენ უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, აიღონ სრული ინფორმაცია და მიიღონ გადაწყვეტილება სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეტი, ჰოლანდია, თურქეთი, ჩინეთი და უნგრეთი. 

2015 წელს საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იყო 94 საგანმანათლებლო ორგანიზაცია — უნუვერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. 


ყველა ახალი ამბავი
0