თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისში ჰაერის ტემპერატურამ ნახევარ საუკუნის მაქსიმუმს გადააჭარბა, იუწყება ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
„დღეს, 15 თებერვალს, თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდა. სააგენტოს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით,15 თებერვალს თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1962 წელს +21.2°C დაფიქსირდა", — ნათქვამია განცხადებაში.
ღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს არქივში კლიმატზე დაკვირვების პირველი მონაცემები 1881 წლით თარიღდება.
სინოპტიკოსები 16-17 თებერვალს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. სამშაბათს, ღამით +3 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი +17. ოთხშაბათს ღამით +5, ხოლო დღისით +18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
18 თებერვალს მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით +6, დღისით კი +18 გრადუსი სითბო იქნება.