გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სიყვარულის სჯერა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსიყვარულის დღე
სიყვარულის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველომ“ ვალენტინობის დღესასწაულის წინ მკითხველებსმარადიული შეკითხვით მიმართა: „გჯერათ თუ არა ნამდვილი სიყვარულისა?“ გამოკითხვა პორტალის ორივე — ქართულ და რუსულ ვერსიებზე მიმდინარეობდა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის კლასიკური განსაზღვრება პლანეტის არცერთ სახელმძღვანელოში არ მოიძებნება, გამოკითხულთა უმრავლესობა გამოტყდა, რომ მათ განცდილი აქვთ ეს გრძნობა — ნამდვილი სიყვარული.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
სიყვარული ქართულად, ანუ Love Story-ს ტოპ-ხუთეული საქართველოდან

Sputnik–ის მკითხველთა 62,1%-ს გულწრფელად სჯერა, რომ „ნამდვილი სიყვარული“ არსებობს და ირჩევენ პასუხს „კი, მე ახლაც შეყვარებული ვარ“.

12.6%-მა აღნიშნა, რომ სიყვარულის სჯერათ, თუმცა ჯერ არ ჰყვარებიათ, ხოლო 6,3% გამოტყდა, რომ კი სჯერათ, მაგრამ არ უმართლებთ.

Sputnik–ის მკითხველთა 11,6%-ს კატეგორიულად არ სჯერა „ნამდვილი სიყვარულის“ არსებობის და მიაჩნიათ, რომ „ეს ყველაფერი ტყუილია“.

შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა 7,4%-ს, რომლებიც გამოტყდნენ, რომ ეს გრძნობა ჯერ არ განუცდიათ.

ყველა ახალი ამბავი
0