თბილისო, მიყვარხარ!

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ კოლუმნისტი იგორ ობოლენსკი წმინდა ვალენტინის დღეს თბილისს სიყვარულში „გამოუტყდა“.

კვირას შეყვარებულების დღეა. ორ თვეში — გაზაფხული. სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ, თუ არა სიყვარულზე?

კვლავ თბილისში ჩამოვედი, კვლავ დავხეტიალობ მის ქუჩებში და კვლავ მიყვარდება. აბა, სხვაგვარად როგორ? მიდიხარ სისხამ დილით ქალაქში, რომელიც ნელ-ნელა იღვიძებს. მოულოდნელად კუთხეში, მოდერნის სტილის სახლის ფასადზე ყვევილების გორელიეფი ჩნდება; შემდეგ შესახვევში ფარშევანგის კუდის მარაოთი დაგვირგვინებული აჟურული ქოლგა მოჩანს, რომელიც დაბინდულ მთავარ შესასვლელ კარს მალავს; კერძო სახლზე, რომელიც ცდილობს, თანამედროვე სტილის შთაბეჭდილება შექმნას, თუჯის აივანია, რომელიც პლასტმასის ფანჯრებისგან „დასერილ“ კედელზე სასწაულად გადარჩენილა.

თბილისი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან - Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქი - ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან

შეუმჩნევლად გადის ერთი-ორი საათი და უკვე სადილის დროც დამდგარა. ეზოში რაღაც გემრიელი სუნი მოდის, მიწისქვეშა გადასასვლელიდანაც კი მწვადის სუნი გიზიდავს, უნებურად იწყებს აქეთ-იქით ყურებას, სად შეძლეს და სად დადგეს აქ მაყალი. ადგილობრივი მუშები ნარინჯისფერ ჟილეტებში იქვე, იმ ტროტუარზე  მიირთმევენ, რომელსაც აპირკეთებენ, ხელში ყავის პლასტმასის ჭიქები უკავიათ, ხოლო ხის ყუთზე თეფში დევს, რომელზეც შოკოლადიანი ეკლერები აწყვია.

ყვირილი მინდა: „თბილისო, მიყვარხარ!“. დარწმუნებული ვარ, ეს უძველესი ქალაქი შეჩვეულია სიყვარულის ახსნას… დღეს ისევ შეყვარებული ვარ, თბილისზე შეყვარებული.

სიყვარულის დღეს გილოცავთ!

ყველა ახალი ამბავი
0