ბანქოში მოგებული ქართველი თავადის ასული

© photo: Sputnik / Natia Tserekidzeხელოვნების სასახლე Art Palace
ხელოვნების სასახლე Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ჟურნალისტი ეკატრინე მიქარიძე თავადის ქალ აგრაფინა ჯაფარიძისა და პრინც კონსტანტინ ოლდენბურგის საოცარი სიყვარულის ამბავს გვაიმბობს, რომელმაც საყვარელ ქალს თბილისში სასახლე აუშენა.

ეკატერინე მაკარიძე

— ოდესმე შემოუთავაზებიათ უხამსი წინადადება? გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, არასდროს? 

— ოღონდაც მაღალი მორალის გარეშე — ოჰ, რას მეუბნებით, თავს რის უფლებას აძლევთ… 

— დიახ, სწორედ იმ უხამსობაზე გეკითხებით, რაზეც მხატვრული ფილმის სიუჟეტია აგებული — დემი მურისა და რობერტ რედფორდის მონაწილეობით. რედფორდის გმირი მილიონს სთავაზობს ქმარს ერთ ღამეში მის ცოლთან, რომელიც ძალიან მოეწონა. 

— გულზე ხელი დაიდეთ, სულ ცოტა ხომ დაფიქრდებით მაინც?!

— ხოლო მაქსიმუმ… დამოკიდებულია, ალბათ, შინაგანი თავისუფლების „ხარისხზე“ და იმ ზღვარზე, რასაც თითოეული საკუთარ თავს უწესებს…

არ ღირს იმაზე ჩივილი, რომ ეხლა სხვა დროა, ადამიანები ანგარიშიანნი გახდნენ და სიყვარულის ფულით ყიდვა უნდათ. ადამიანები არ იცვლებიან. ისინი კვლავ და კვლავ ეხვევიან სასიყარულო თავგადასავლებში, დიდი გრძნობის გამო ისევ სიგიჟეებს, გმირობებს ჩადიან და ბედნიერების ძებნით არ იღლებიან. 

მეტი დამაჯერებლობისთვის ისტორიას გიამბობთ, რომელთან შედარებითაც ზემოთ ნახსენები ფილმი მხოლოდ მის ფერმკრთალ აჩრდილად მოგეჩვენებათ. 

მივედი, ვნახე, შემიყვარდა…

ამრიდაგ, საქართველო, XIX საუკუნე. ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილი, დაბადებით თავადის ქალი ჩოლოყაშვილი, რომელსაც ყველა ბაბალეს უწოდებდა და რომელიც შოთა რუსთაველის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ, „ცოცხალ სურათებს“ — შინაურულ, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებულ წარმოდგენებს მართავდა. ბაბალეს სახლში ინტელიგენციის ნაღები იკრიბებოდა, ირგებდა კოსტიუმებსა და წარმოდგენებში მონაწილეობდა. მასში ასევე მონაწილეობდა სილამაზით განთქმული აგრაფინა ჯაფარიძეც — სამეგრელოს თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე. 

© არქივიაგრაფინა ჯაფარიძე
აგრაფინა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
აგრაფინა ჯაფარიძე

და სწორედ აქ ხდება „მოკლე ჩართვა“, რომელსაც სიყარული ეწოდება. მშვენიერი აგრაფინა გამოდის სცენაზე და დარბაზში მყოფ პრინც კონსტანტინ ოლდენბურგს (1850-1906) ის სამუდამოდ უყვარდება. ჰერცოგი ოლდენბურგი ალექსანდრე პირველის დის, დიდი თავადის ქალ ეკატერინას შვილიშვილი, კავკასიაში სამსახურეობრივი საქმიანობის გამო მოხვდა. კონსტანტინე ფლიგელ-ადიუტანტის ჩინით იმერეთში მსახურობდა, სადაც მისი პოლკი იყო განლაგებული. ტარიელ დადიანისთვის აგრაფინა ჯაფარიძესთან ქორწინება მეორე იყო. პირველი ცოლი სოფიო შერვაშიძე გარდაიცვალა და თავადმა თავისზე 20 წლით უმცროსი, 14 წლის აგრაფინა შეირთო ცოლად. პრინცთან საბედისწერო შეხვედრის დროს აგრაფინასა და ტარიელს ორი შვილი ჰყავდათ. 

უხამსი წინადადება

ლეგენდის მიხედვით, პრინცი და ტარიელ დადიანი ერთმანეთს ბანქოს სათამაშო მაგიდასთან შეხვდნენ. ქართველი თავადი ცნობილი მოთამაშე გახლდათ. დადიანს ესმის, რომ მოგებას ვეღარ შეძლებს და გამწარებული ამბობს: „ვალს ვერ დაგიბრუნებთ, მთელი თბილისიც რომ დავაგირავო“. რაზეც ჰერცოგი პასუხობს: „მთელი თბილისი არ მჭირდება, მე მხოლოდ თქვენი ცოლი მინდა“. სხვა ვერსიით, პრინცმა ოლდენბურგმა მას ცოლთან ერთი ღამისთვის მილიონი ოქრო შესთავაზა. ორივე შემთხვევაში, ისტორიულ წყაროებში წერია, რომ თავადი ფულიმა აცდუნა და ცოლი ჰერცოგს დაუთმო. თავად დადიანის მემკვიდრეები ამტკიცებენ, რომ ეს ამბავი სხვაგვარად მოხდა, მათ წინაპარს ცოლი არ გაუყიდია და უზნეოდ არ მოქცეულა, არამედ აგრაფინამ თავად მიატოვა მეუღლე. ასეა თუ ისე, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა სკანდალი მოჰყვებოდა ამ ამბავს და რა განაჩენს გამოიტანდა იმ დროის პატრიარქალური ქართული საზოგადოება, როდესაც ახლაც, ასზე მეტი წლის შემდეგ კვლავ მსჯელობენ ქალის მორალურ სახეზე, რომელმაც ქმარი მიატოვა და პრინცთან წავიდა. 

© არქივიაგრაფინა ჯაფარიძე
აგრაფინა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
აგრაფინა ჯაფარიძე

პეტერბურგშიც უკმაყოფილო დარჩნენ პრინცის არჩევნით. მორგანატული ქორწინების გამო მას მემკვიდრეობის უფლება და პრინცის ტიტული ჩამოართვეს. მაგრამ კონსტანტინემ გაუძლო ამ შეტევას, უარყო საზოგადოებრივი აზრი და პირობითობა და აგრაფინას ხელი და გული შესთავაზა. 

და აგრაფინა? რა გრძნობა უნდა ჰქონოდა ქალს მამაკაცის მიმართ,რომელმაც ამგვარი ეგზოტიკური სახით მიიღო მისი დაუფლების უფლება? ერთი მხრივ, ის იყიდეს, როგორც უსულო საგანი, მეორე მხრივ — მთელს სამყაროს მის ფეხქვეშ აფენდნენ…და საბოლოოდ მეორემ გადასძალა პირველს. ისტორია, რომელიც უხამსი წინადადებით დაიწყო, ბედნიერი ქორწინებით დასრულდა, დაიბადა ექვსი ბავშვი: ალექსანდრა, ეკატერინე, ნიკოლოზი, ალექსი, პეტრე და ნინა. იმპერატორის სპეციალური ბრძანებულებით პრინცის შთამომავლებს გვარი ზარნეკაუ მიენიჭათ გოლშტინიაში ადგილის მიხედვით, რომლებსაც ოლდენბურგები მართავდნენ. ცოლ-ქმარი ცხოვრობდა ხან ქუთაისში, ხან პეტერბურგში, გავლით — თბილისშიც, სადაც, ამჟამინდელი კარგარეთელის ქუჩაზე, სასახლე შენდებოდა. ეს სასახლე პრინცმა ოლდენბურგმა უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად თავის საყვარელ მეუღლეს აუშენა.

© courtesy of Art palaceხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლე

სიყვარულის კვალდაკვალ

ამ სასახლეს გულგრილად ვერ ჩაუვლი. სასახლის არქიტექტორია პაულ შტერნი, რომელმაც თავის ნამუშევარში პრინც ოლდენბურგის მთავარი ჩანაფიქრი სრულყოფილად ასახა. სასახლეს, რომლის მშენებლობას 1895 წელს დასრულდა, მისი მფლობელების მსგავსად, მრავალი რამ გადახდა თავს. კონკრეტულად რომელ წელს დაცარიელდა სასახლე და შემდეგ სრულად გაპარტახდა, ამაზე ისტორია დუმს. ხელისუფლებაში ბოლშვიკების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დარჩენა, სადაც მონარქის ოჯახთან სიახლოვის გამო, შეიძლება სიცოცხლეს გამომშვიდობებოდი, ძალზე საშიში ხდებოდა. აგრაფინას ზოგიერთმა შვილმა საზღვარგარეთ წასვლა მოასწრო. ალექსი ბოლშევიკებმა დახვრიტეს. აგრაფინამ წასვლაზე უარი თქვა, რადგანა ყველაზე უმცროს შვილს — ნინას ვერ დატოვებდა. ნინა კისლოვოდსკის სულიერ ავადმყოფთა სანატორიუმში მკურნალობდა და 1922 წელს გარდაიცვალა. აგრაფინამ ამის შემდეგ სულ ოთხი წელი იცოცხლა. პრინცი ოლდენბურგი ბევრად ადრე — 1906 წელს საფრანგეთში, ნიცაში გარდაიცვალა.

© Art Palaceხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლე

სახლი, რომელიც ოდესღაც აშენდა, როგორც სიყვარულის სიმბოლო, მის პატრონთა მსგავსად, უსიცოცხლო გახდა, თითქოს მასში ბედნიერ ყოფას ყავლი გაუვიდა. კედლები სულ გააშიშვლეს და ხის დაფებით აჭედეს, ხოლო ავეჯი და სხვა ნივთები ქუჩაში ულმობლად გადაყარეს. 40-იან წლებში სასახლეში ყრუ-მუნჯთა ინტერნატი მოათავსეს. სხვათა შორის, იქ, პაციენტის სახით, ლავრენტი ბერიას და იმყოფებოდა. საბჭოთა ხელისუფლებას სასახლის ფართი ეცოტავა და მას შენობა მიუშენა. ეტყობა ამის გამოა, რომ, მიუხედავად არქიტექტურული სტილის მსგავსებისა, დღევანდელი შენობის მთლიანობაში აღქმას რაღაც უშლის ხელს. ყრუ-მუნჯთა ინტერნატის გაუქმების შემდეგ სასახლეში ესთეტიკური აღზრდის ცენტრი გახსნეს, რომელიც 1989 წლამდე ფუნქციონირებდა, სწორედ ამ წელს გაიხსნა ამ შენობაში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ზარნეკაუს სასახლის რესტავრაცია, რომელიც სავალალო მდგომაროებაში იყო, უფრო მოგვიანებით, მუზეუმის ახალი დირექტორის გიორგი კალანდიას მოსვლის შემდეგ, 2009 წელს დაიწყო და ოთხი წელი მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა მშვენივრად შეასრულეს სამუშაო და იმ დროინდელი ეპოქა შექმნეს.

© არქივიაგრაფინა ჯაფარიძე და ოლდენბურგის პრინცი კონსტანტინე
აგრაფინა ჯაფარიძე და ოლდენბურგის პრინცი კონსტანტინე - Sputnik საქართველო
აგრაფინა ჯაფარიძე და ოლდენბურგის პრინცი კონსტანტინე

ახლა, როდესაც დარბაზებში დააბიჯებ, გეჩვენება, რომ ამ სასიყვარულო ისტორიის გმირები სადღაც აქვე არიან, სურვილი გიჩნდება, დივანზე ჩამოჯდე და ამ კედლების მდუმარებას უსმინო… ან მიხვიდე როიალთან, რომელიც ცისფერი ოთახის ცენტრში დგას და ეს იდუმალი სიჩუმე მუსიკალური ბგერების ჟღერადობით დაარღვიო. რას უკრავდნენ ამ სასახლის ბინადარნი ამ ინსტრუმენტზე? პოლონეზს, მაზურკას? თუმცა, ისინი სხვა როიალზე უკრავდნენ, ხოლო ეს ცნობილ ქართველ კომპოზიტორს რევაზ ლაღიძეს ეკუთვნის, რომელზეც შექმნა მან თავისი მუსიკალური შედევრები… და სარკეშიც სხვა რამ ჩანდა და არა ეს მასიური მაგიდა მარმარილოთი. ზარნეკაუს კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთებიდან მხოლოდ გამათბობელი ღუმელები და ბუხარი „ვენერა“ შემორჩა. ბუხარი 2014 წელს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, იამანიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს, რომელიც იმ დროს გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა. ამ ქმნილების მხატვრული ფასეულობიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს სპეციალისტებმა ამ უნიკალური ნივთის დემონტაჟი და მისი სასახლეში გადატანა გადაწყვიტეს. ბუხარი იმპერატორის სასახლის კარის ოსტატებმა ვიტებსკში, ბრონისლავ ლისოვსკის ფაბრიკაში შექმნეს. ყველა დანარჩენი ნივთი მუზეუმის ექსპონატია. ბოლშევიკური შემოსევის დროს ზარნეკაუს სასახლეში განადგურდა ბიბლიოთეკა უნიკალური ფოლიანტებითა და მრავალი საგვარეულო ნივთით. ნივთებს, რომლებსაც ქუჩაში ყრიდნენ, ახლომდებარე ქუჩების მცხოვრებლები, გამვლელები იღებდნენ. ახლა, ამ ადამიანების ზოგიერთი შთამომავალი მზადაა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეს ნივთები მუზეუმს დაუბრუნოს. აი, წარსულის ლაბირინთებში მოგზაურობის საბოლოო პუნქტი — სიყვარულის კოშკი, და ცნობილი საიდუმლო ოთახი, რომელიც, ისტორიკოსების აღწერით, სადღაც აქ უნდა იყოს. მხოლოდ ამ ოთახის აღმოჩენა არც ისე ადვილია. ის ისე ააშენეს, რომ სასიყვარულო ბუდე გარე თვალისთვის დამალული ყოფილიყო. ამ კოშკის შიგნით ხრახნისებრი კიბეა, რომელიც ქვევით, სასახლის გასასვლელისკენ ეშვება. სევდიანი ვეშვები კიბეზე…იატაკის ფიცრის ჩუმი ჭრიალი ისმის, ისეთივე, როგორც მაშინ, როდესაც სიყვარულთან შესახვედრად მიიჩქაროდნენ… ვჩერდები, მაგრამ ჭრიალი, როგორც მეჩვენება, გრძელდება… ან მოჩვენებებია, რომლებიც, როგორც ამბობენ, ამ სახლში დაბორიალობენ, ან — ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. 


ყველა ახალი ამბავი
0