რატომ აცხადებს უარს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობაზე?

© фото - public domainმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ცხოვრებაში „ასეთი კოშმარის“ წარმოდგენა არ შემიძლია, ასეთი უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა მისთვის დასმულ კითხვაზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრინის პრეზიდენტობა არ სურს და არც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

„რა თქმა უნდა, არა. ასეთი კოშმარის წარმოდგენაც არ შემიძლია“, — ასეთი პასუხი გასცა სააკაშვილმა  მისთვის დასმულ კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და სურს თუ არა უკრაინის პრეზიდენტობა.

2014 წელს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. მას ამომრჩეველთა 54,7%-მა დაუჭირა მხარი.

უკრაინის პოლიტელიტაში მიაჩნიათ, რომ ოდესის გუბერნატორი პრემიერ იაცენიუკს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. უბრალოდ, ამ ეტაპზე პრემიერს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა აქვს.

სახელისუფლებო კრიზისი უკრაინაში გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსის გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ გაღვივდა, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მინისტრმა პრეზიდენტის გარემოცვის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. უკრაინის მთავრობას დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების ელჩებთან განმარტებების მიცემა დასჭირდათ. პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტის აუცილებელი განახლების თაობაზე განაცხადა, რაც რეფორმატორ-მინისტრებს არ შეეხება. თავის მხრივ, არსენი იაცენიუკის გარემოცვამ განაცხადა, რომ მუშაობას ერთიან გუნდთან გააგრძელებს თუ არადა ამ გუნდთან ერთად წავა მთავრობიდან იმ შემთხვევაში, თუმ პარლამენტი თებერვალში დაგეგმილ მთავრობის ანგარიშის მოსმენისას მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0