სააკაშვილის მომხრეებმა პარტია "უკროპის" წევრების წინააღმდეგ აქცია გამართეს

გამოწერა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა კლუბმა „თავისუფალმა ზონამ“ თბილისში  პარტია „უკრაინის გაერთიანებული პატრიოტების“ („უკროპი“) ლიდერების ჩამოსვლა გააპროტესტეს. 

„თავისუფალი ზონის“ წევრებმა საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში გამართეს.

უკრაინის რადას დეპუტატმა,  „უკროპის“ ლიდერმა ვიტალი კუპრინმა და ზაპოროჟიის „უკროპის“ლიდერმა იაროსლავ გრიშინმა თბილისში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უკრაინაში მოღვაწეობა გააკრიტიკეს. მათ შენობასთან „თავისუფალი ზონის“ წევრები შეძახილებით „სირცხვილი გრიშინს“ დახვდნენ. 

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ასევე ესწრებოდნენ უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ მედიასთან გამართულ შეხვედრასაც, რომელზეც მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „უკროპის“ საქართველოში ჩამოსვლა. 


ყველა ახალი ამბავი
0