ნანა დევდარიანი: თოფაძეს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება!

© photo: Sputnikნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა", - ციტირებს პარლამენტარ გოგი თოფაძეს გაზეთი „საქართველო და მსოფლიო". ეს განცხადება თოფაძემ მოგვიანებით უარყო და ჟურნალის რედაქციას აუდიოჩანაწერის გავრცელება მოსთხოვა.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. /თენგიზ ჩოჩუა/  „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი, თოფაძის მიერ თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების კომენტირებისას აცხადებს, რომ გოგი თოფაძემ სიმართლე თქვა.
„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა", — ციტირებს პარლამენტარ გოგი თოფაძეს გაზეთი „საქართველო და მსოფლიო". ეს განცხადება თოფაძემ მოგვიანებით უარყო და ჟურნალის რედაქციას აუდიოჩანაწერის გავრცელება მოსთხოვა. 
"სიმართლე თქვა თოფაძემ. ბოლო დროს ისე დაამკვიდრეს, რომ თოფაძეს არ აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუ რა არის ვერ გავიგე? თუნდაც რა გამოხმაურება მოჰყვა მარგველაშვილთან დაკავშირებულ განცხადებას? დეპუტატი სამართლებრივადაც კი ვერ იდევნება და აქვს იმპერატიული მანდატი. იგი თავისუფალია თავის პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაში. მე მაგალითად, ვეთანხმები, რომ შუალედური არჩევნები საგარეჯოში ხიდაშელის უწყების დამსახურებით გაყალბდა. მინიმალური განსხვავება იყო ხმებს შორის და ეს მინიმალური რიცხვი ხიდაშელმა იმ 700 სამხედრო მოსამსახურის ხმების ხარჯზე შეავსო, რომლებსაც მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა არ უნა მიეღოთ", — განუცხადა Sputnik-ს ნანა დევდარიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0