თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პარასკევს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროგრესი, ვარშავის სამიტისათვის საქართველოს მზადების პროცესი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.