კონსტანტინე გამსახურდია: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა რამდენიმე „რევერანსი“„გაზპრომთან“ მიმართებაში, როდესაც წავიდა საუბარი ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაზე და ამასთანავე, როდესაც გამარტივდა სავიზო რეჟიმი ირანთან, არანაირი საფრთხე საქართველოს ევროინტეგრაციას არ ემუქრება. თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას, ევროინტეგრაცია ეს ისეთი ქვაკუთხედია, რომლისთვისაც არ გადაუხვევია არც ერთ ხელისუფლებას, დაწყებული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან, დღემდე. ანუ არანაირი სერიოზული საფრთხე ამ კურსს არ ემუქრება.
-ამ ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ საქარველო-რუსეთის ურთიერობა?
— წარმოვიდგინოთ 3 ვარიანტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა:
1. საქართველო არის პირდაპირი ნაწილი რუსული იმპერიის;
2. საქართველო არის რუსული იმპერიის სატელიტი;
3. საქართველო არის რადიკალურ დაპირისპირებაში რუსეთის იმპერიასთან;
ჩვენთვის სამივე დასახელებული ვარიანტი არის მიუღებელი და საფრთხის შემცველი ჩვენი არსებობისთვის, სასიცოცხლო ინტერესებისთის. ამიტომ მოსაძებნია მეოთხე ვარანტი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია თავად რუსეთზეც. პოლიტოლოგი ანდრეი ზუბოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძირითადი პრობლემა არის მე-19 საუკუნის იმპერიული აზროვნება, სწორედ ეს უშლის ხელს ჰქონდეს მას ნორმალური ურთიერთობა მეზობლებთან: საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და თვით ბელორუსთანაც კი.
- საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა როგორია რუსეთთან მიმართებაში?
— პოზიტიური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთთან მიმართებაში ჩანს სიფრთხილე, რაც დადებითი მომენტია, რადგან რუსეთი სახიფათო მეზობელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხეებს თვალი არ გავუსწოროთ და არ ვიყოთ მზად უსიამოვნო, ცუდი სცენარებისთვის.
-პარლამენტი ამზადებს საკანონმდებლო ინიციატიავას, რათაკონსტიტუციაში ჩაიწეროს ნორმა, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა. როგორიათქვენი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ?
— ქორწინება ერთმნიშვნელოვანად არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. მე ეს ეჭვის ქვეშ არასოდეს დამიყენებია. რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ სარჩელს საკონტტუციო სასამართლოში, მე გავეცანი ლგბტ საზოგადეობის მოსაზრებას, სადაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ, თითქოს აპირებენ მსგავსი ინიციატივის დაყენებას. მე არ ვიცი, რატომ დაიწყო საქართველოშიდღეს ამ თემაზე საუბარი, ვინ წამოიწყო, ან რატომ ატყდა ამაზე აურზაური.
-ხართ მომხრე კონტიტუციურად განმტკიცდეს ნორმა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?
— ეს აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსში და რატომაც არა, ჩაიწეროს კონსტიტუციაშიაც.
-რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს. წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას ამ კანონის მიღება?
— არანაირ აუცილებლობას და საჭიროებას არ წარმოადგენს ამ კანონის მიღება, რამდენადაც ამას საერთაშორისო პრაქტიკა არ ცნობს. მისი დამტკიცება საქართველოში მიიღებს უმსგავს ფორმებს, გაიზრდება ქვეყანაშიცინიზმის დაზიზღის ატმოსფერო. ამავე დროს არსად არ ჩანს მექანიზმები, როგორ უნდა იყოს მოხმარებული ეს კანონი…ვერ გავიგე, რატომ გვინდა ვიყოთ რომის პაპზე მეტი კათოლიკე?!