„ალი და ნინო“ - ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქანდაკება მსოფლიოში

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova"ალი და ნინო"
ალი და ნინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკულპტურული კომპოზიცია „ალი და ნინო“ რუსული ტურისტული პორტალის მიერ შეყვარებულთა დღისთვის შედგენილ რეიტინგში მოხვდა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. „ალისა და ნინოს“ ქანდაკება, რომელიც ბათუმის სანაპირო ბულვარს ამშვენებს, რუსული პორტალ НГС Туризм-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რომანტიკული ძეგლების ათეულში მოხვდა.

ტურისტული პორტალის რეიტინგი შეყვარებულთა დღისთვის — 14 თებერვლისთვის შეადგინეს. „ალი და ნინო“ მეექვსე ადგილზეა.

„ცნობილ ქართულ საკურორტო ქალაქ ბათუმში ჩასული ნებისმიერი ტურისტის პროგრამის აუცილებელი პუნქტია სკულპტურული კომპოზიცია „ალი და ნინო“. კომპოზიცია, მიუხედავად ეროვნებისა, ყველა შეყვარებულის ურთიერთმიზიდულობის სიმბოლოს წარმოადგენს“, — აღნიშნულია რუსული პორტალის ვებგვერდზე.

„ალისა და ნინოს“ ქანდაკება ყურბან საიდის ამავე სახელწოდების ნაწარმოების გმირებს ანსახიერებს — აზერბაიჯანელ ჭაბუკ ალის, რომელსაც ქართველი გოგონა ნინო შეუყვარდა. ქანდაკების ავტორი ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
სავიზო საკითხი: 10 მთავარი მიმართულება საქართველოს მოქალაქეებისთვის

სიმეტრიული ქანდაკებები იმით გამოირჩევა, რომ ყოველ საღამოს ალისა და ნინოს ფიგურები ერთმანეთისკენ ნელა მოძრაობენ და ადგილს ყოველ ათ წუთში ერთხელ იცვლიან, სანამ ერთმანეთს არ შეხვდებიან და არ შეერწყმიან. ამის შემდეგ უკუპროცესი იწყება. ქანდაკება ეფექტურად არის განათებული.

ყველაზე ცნობილი რომანტიკული ძეგლების სიის სათავეში პარიზის „სიყვარულის კედელია“, რომლის ლურჯ კედლებზე შეყვარებულები 300-ზე მეტ ენაზე სიყვარულში უტყდებიან ერთმანეთს.

მეორე ადგილზეა ლონდონში, სენტ-პაკრასის ვაგზალზე ქანდაკება „შეხვედრის ადგილი“, რომელიც ხანგრძლივი განშორების შემდეგ შეხვედრის სიხარულის სიმბოლოს წარმოადგენს.

მესამე ადგილზეა „ჯულიეტა“ ვერონაში (იტალია). ის დალ კაპელოს ოჯახის კუთვნილი ძველი სახლის წინ დგას, რომლის მიხედვითაც აღწერა შექსპირმა კაპულეტის ოჯახი. არის ტრადიცია: სიყვარულში რომ გაგიმართლოთ, ჯულიეტას მარჯვენა მკერდს უნდა მოკიდოთ ხელი. ყოველ შემთხვევაში, ამის მთელი მსოფლიოდან მილიონით ტურისტს სჯერა.

რუსული ტურისტული პორტალის ვერსიით, ყველაზე რომანტიკული ძეგლების რეიტინგში ასევე შევიდა ნიუ-იორკის „რომეო და ჯულიეტა“, ესტონეთის ქალაქ ტარტუში „შეყვარებულთა შადრევანი ქოლგის ქვეშ“, მოსკოვში — „შერიგების სკამი“, სანკტ-პეტერბურგში — „კარლი და ემილია“, ძეგლი ჩელიაბინსკში „სიყვარულის სფერო“ და „შეყვარებული ჩონჩხები“ ნონგკხაეში (ტაილანდი).

ყველა ახალი ამბავი
0