საქართველოსა და სომხეთის U-17 საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

© Федерация футбола Грузииახალგაზრდული ნაკრები
ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სომეხ კოლეგებთან 17 წლამდე ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრების თარიღი შეათანხმა,  — გვამცნობს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

გუნდების პირველი შეხვედრა 1 მარტს გაიმართება, ხოლო მეორე 3 მარტს და ორივე მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

15-დან 20 მარტამდე საქართველოს დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩები ჩატარდება, რომელიც წელსა აზერბაიჯანში იმართება.

მესამე ჯგუფში, საქართველოს ნაკრების გარდა, ითამაშებენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, იტალიისა და რუსეთის ნაკრებები ითამაშებენ. ტურნირის ფინალის საგზურებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0