თბილისი, 12 თბერვალი — Sputnik. საქართველოს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახში მატებას ელოდებიან — მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი მეოთხე შვილს ელოდება, ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედია ჟურნალისტ ნინო ჯღარკავაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღარიბაშვილების ოჯახში სამი ვაჟკაცი იზრდება, ამჯერად კი, როგორც ამბობენ, ქალიშვილს ელოდებიან.
© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად
ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად
© Facebook / Irakli Garibashvili
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მთავრობის მეთაურის პოსტი 2013 წლის ნოემბრიდან დაიკავა, 2015 წლის 23 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე ღარიბაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: „ჯერ უნდა დავისვენო“.