პოლიცია სამეგრელოში გაუჩინარებულ 3 ადამიანს ეძებს

© ს. კაკაჩიადაკარგულების ავტომანქანა მდინარესთან იპოვეს
დაკარგულების ავტომანქანა მდინარესთან იპოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ზესტაფონელი და ერთი ხობელი ნახირით მოვაჭრე ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. იმავე სოფელში მდინარესთან ნაპოვნია მათი ავტომანქანა და პირადი ნივთები

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik./სოფო კაკაჩია/სამეგრელოში პოლიცია სამ ადამიანს ეძებს. ორი ზესტაფონის რაიონის მკვიდრი და ერთი ხობის მცხოვრები, რომლებიც ნახირით ვაჭრობდნენ, ოთხშაბათს დილას გავიდნენ სახლიდან და უგზო-უკვლოდ გაქრნენ. ამ დროისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში მდინარე ჯუმთან ნაპოვნია დაკარგულების კუთვნილი, ფორდის მარკის მიკროავტობუსი. სხვა დეტალები მათი გაუჩინარების შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

“გუშინ დილას, 6 საათზე ორი ზესტაფონელი მოვიდა ჩვენთან სახლში და ჩემი მეუღლე წაიყვანა. ისინი ჩვენთან მსხვილფეხა პირუტყვის შესაძენად ჩამოვიდნენ და მათ ჩემი მეუღლე გაჰყვა. დაახლოებით 12 საათზე მეუღლეს გადავურეკე, თუმცა მისი ტელეფონი გათიშული იყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. საღამოს, დაახლოებით 6 საათზე, ჩვენთან ზესტაფონის რაიონის შს სამმართველოდან დაგვირეკეს და ჩემი მეუღლე მოიკითხეს, მაგრამ მერაბი სახლში არ იყო. როგორც გავიგე, ზესტაფონელებიდან ერთ-ერთის შვილი მთელი დღე ურეკავდა მამას, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა და პოლიციას მიმართა”, – განაცხადა ერთ-ერთი დაკარგულის მერაბ აბესაძის მეუღლემ რუსუდან აბესაძემ. მისი თქმით დაკარგულებს თან ჰქონდათ საქონლის შესაძენი საკმაოდ დიდი თანხა და შესაძლოა მათი გაუჩინარება ამასთან იყოს დაკავშირებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 


ყველა ახალი ამბავი
0