რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში ბოევიკთა ორი გავლენიანი საველე მეთაური გაანადგურეს

© photo: Sputnik / Dmitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშირუსული ბომბდამშენები
რუსული ბომბდამშენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ალეპოში ბოევიკების ორი გავლენიანი მეთაური: აბუ მაგერე, იგივე ფარიდ ალ-მისრი და აბუ ანასა აშ-შამი გაანადგურეს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ალეპოში ტერორისტების ორი გავლენიანი საველე მეთაური გაანადგურეს, — აუწყა ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

„რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავების საავიაციო დარტყმების შედეგად ტერორისტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ალეპოში განადგურებულია ორი გავლენიანი საველე მეთაური“, — განაცხადა კონაშენკოვმა, თუმცა შეტევის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, დაბა კალაზ-თაჰთანის სიახლოვეს მსხვილი ბანდფორმირება და მისი მეთაური აბუ მაგერი, იგივე ფარიდ ალ-მისრია განადგურებული, ხოლო ალეპოში— აბუ ანასა აშ-შამი.

ყველა ახალი ამბავი
0