კეთილმოწყობილი სასრიალო ტრასები, ახალი საბაგირო გზა, სუფთა ჰაერი, მშვენიერი ამინდი და ამაღლებული განწყობა — აი, ეს არის გუდაური. გიყვართ აქტიური ცხოვრება? მაშინ თქვენ გუდაური გელით!
სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი გუდაური როგორც რუს ისე უცხოელ ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. გუდაური საქართველო-რუსეთის სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
15 წლის განმავლობაში წელს ტურისტული სეზონი ჩვეულებრივზე ადრე — 13 დეკემბერს გაიხსნა, რაშიც გარკვეული წვლილი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვას მიუძღვის. ამიერიდან კურორტი კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული აღარ იქნება.
გუდაურში სეზონი მაისის თვემდე გრძელდება.
2016 წელს გუდაურში ახალი სიახლე „მოთხილამურე პატრული“ დაინერგა. 14 პატრულ-ინსპექტორი დამსვენებელთა უსაფრთხოებას სეზონის გახსნიდან საბაგირო გზის დაკეტვის დღემდე უზრუნველყოფენ.