თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი ჯეიმს მარტინი პრესკონფერენციისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. პრესკონფერენცია სამხედრო-საჰაერო ძალების ბიუჯეტის პროექტს ეძღვნებოდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გენერალი გამანადგურებელ F-35-ის ფინანსირებაზე საუბრობდა.
ჯეიმს მარტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა იქცა ინციდენტის მიზეზად, ჯერჯერობით უცნობია.