ბავარიელი სპეციალისტები ჟენევაში მარტის დასაწყისში წარმოადგენენ ახალ BMW Alpina B7 Biturbo Allrad LWB-ს. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, კლასი ყველაზე ძვირადღირებული მოდელით გახსნან.
BMW Alpina B7-ის საფუძვლად სედანი BMW 750Li xDrive აიღეს და 450 ცხენის ძალიდან 650 ცხენის ძალამდე გააძლიერეს. ეს ისტორიაში ყველაზე მძლავრი „ალპინაა“, მიუხედავად იმისა, რომ B5 და B6 მოდელებისგან ბევრით არ განსხვავდება.
სერიულმა რვასაფეხუროვანმა „ავტომატმა“ ZF 8HP75 მართვის ახალი პროგრამა შეიძინა და ახლა გადაცემათა კოლოფი უფრო სწრაფად ირთვება; კარბონოპლასტიკის წყალობით, ძარა 125 კგ-ით დამსუბუქდა და დინამიკა სერიოზულად გააუმჯობესა; ახალი თაობის BMW Alpina B7 „ასიან“ სიჩქარეს 3.7 წამში კრეფს. მის წინა მოდელს კი საამისოდ 4.6 წამი სჭირდებოდა. ამით მან უკან ჩამოიტოვა Mercedes-AMG S 63 4Matic (4,0 c) და Porsche Panamera Turbo S с Audi S8 plus (по 3,8 c). თუმცა მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი ძველებურად 310კმ/სთ-ზე იწყებს მუშაობას.
ბავარიელები სრულ წამყვან სისტემასა (4х4) და პნევმოამორტიზატორებში გარკვეულ სრულყოფაზეც მიანიშნებენ, მაგრამ „კარტებს“ წინასწარ არ ხსნიან.
ახალი BMW Alpina B7-ს მოთრიმლური ტყავის სალონს თვით ყველაზე პრეტენზიული შემფასებლებიც კი ვერ დასდებენ წუნს. რაც შეეხება აღჭურვას, ის უგასაღებოდ წვდომით, პროექციული დისპლეითა და პანორამული სახურავითაა „გამდიდრებული“, საჭის უკანა მხარეს გაჩნდა „ალპინას“ საფირმო Switch-Tronic სისტემის ღილაკები, რომლებიც სიჩქარის ხელით გადართვას ხდის შესაძლებელს.
Alpina B7 სექტემბერში გამოვა გაყიდვაში. ფასი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ საორეინტაციოდ, სულ ცოტა, 200 ათასი ევრო ეღირება.