რა ფილმები ვნახოთ თბილისის კინოთეატრებში

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიკინოთეატრი
კინოთეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ შავი იუმორის ნაკლებობას განიცდით ან სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ მოგენატრათ, მაშინ აუცილებლად კინოთეატრებს ეწვიეთ! „Sputnik საქართველო“ იმ საინტერესო ფილმების მიმოხილვას გთავაზობთ, რომლებიც კინომოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ.

11 თბერვლიდან თბილისის კინოთეატრებში პრემიერები გაიმართება:

კინომოყვარულებს რეჟისორ ტიმ მილერის კომედიურ-ფანტასტიკური ბოევიკი „დედპული“ (Deadpool) ელით. მთავარ როლს რაიან რეინოლდსი ასრულებს. დაქირავებული მკვლელი უეიდ უილსონი, იგივე დედპული თავდაცვის პროგრამით მასზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ არაბუნებრივ ძალას ფლობს. სწორედ ამ ძალის გამოყენებითა და შავი იუმორის წყალობით, დედპული ნადირობს ადამიანზე, რომელმაც მას ცხოვრება დაუნგრია. 17 წლამდე ასაკის ბავშვები ფილმზე არ დაიშვებიან!

„ყურადღების ცენტრში“(Spotlight)  — ამერიკელი რეჟისორის ტომას მაკარტის ფილმია, რომელსაც საფუძვლად რეალური ფაქტები უდევს. კერძოდ, კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალი. ფილმი „ოსკარზე“ ექვს კატგორიაშია წარდგენილი და „გადარჩენილთან“ ერთად ფავორიტთა სიაშია.

კრისტიან დიტერის „შეყვარებულის გარეშე“ (How to Be Single)  რომანტიული კომედიაა მარტოსულ გოგონაზე, რომელიც დიდ ქალაქში ცხოვრობს. ფილმი ლიზ ტუჩილოს წიგნის „როგორ ვიყოთ მარტოსული“ მიხედვითაა გადაღებული, რომელიც თავის მხრივ სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ერთ-ერთი სცენარისტია.

კინოთეატრებში უკვე ჩაშვებულია მაიკლ ტიდესის ულმობელი პაროდია ეროტიკულ დრამაზე „შავის ორმოცდაათი ელფერი“(Fifty Shades of Black). ფილმის პროდიუსერი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი მარლონ უაიანსია. ჰანა შავკანიანი სტუდენტი გოგონაა, ქრისტიან ბლექი კი შავკანიანი მილიარდერი სექსუალურ ურთიერთობებში არცთუ ტრადიციული გემოვნებით. რა თქმა უნდა, ჰანა ბლექის სამყაროში შეღწევას მოისურვებს.

ადამიანებს, რომელთაც აფრიკული იუმორის არაფერი გაეგებათ, ფილმი შეიძლება უინტერესო მოეჩვენოთ.

გასულ კვირას კინოგაქირავებაში რომანტიული მელოდრამა „რომაული პაემანი“(All Roads Lead to Rome) ჩაეშვა, რომელშიც სარა ჯესიკა პარკერი და უილიამ ბრენტ ბელა მონაწილეობენ.
კინოთატრების ეკრანებზეა კვლავ პოსტაპოკალიფსური ფილმი „მეხუთე ტალღა“, ქართველი რეჟისორის ვანო ბურდულის მელოდრამა „გაყინული შადრევნების წელიწადი“, და ასევე მაიკლ ბეის „13 საათი: ბენგაზის საიდუმლო ჯარისკაცები“.

დედაქალაქის კინოთეატრებში ამ დღეებში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ „ოსკარზე“  ნომინირებული „გადარჩენილი“ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით,  „ჯოი“, „დანიელი გოგონა“ და ტარანტინოს „საძულველი რვა“.

კინო ბავშვებისთვის —  ანიმაციური ფილმი „კუნგ-ფუ პანდა 3“, რომელიც მასტერ პოს ახალ თავგადასავლებს გიამბობთ და „კეთილი დინოზავრი“, ქართულ ენაზე ქართულ ენაზე გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0