თბილისში ნაკურთხი iPhone-ები იყიდება

© photo: Sputnik / Александр ВильфApple iPhone
Apple iPhone - Sputnik საქართველო
გამოწერა
IPhone+ -მა სკანდალური სახელი იმ ვიდეოკლიპით მოიხვეჭა, რომელშიც ტერორისტების ფორმაში გადაცმული მისი თანამშრომლები კონკურენტებს იარაღით ემუქრებოდნენ.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისში მაღაზია "iPhone+"-მა კომპანია Apple-ის ნაკურთხი ტელეფონების გაყიდვა დაიწყო. 

„კომპანია iPhone+ პირველი მაღაზიაა, სადაც ნაკურთხი iPhone იყიდება. ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. „ეშმაკის ნივთების“ ყიდვისაგან. ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეუნის მოსახლეობის მოსაზრებას და ინტერესებს, ამიტომაც ვაკურთხეთ ჩვენი მაღაზია“, თქვა მაღაზიის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა. 

პარიზში ტერაქტებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, iPhone+  -მა ქსელში გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც მისი თანამშრომლები ნიღბებით, არაბულ ენაზე ემუქრებიან სხვა კომპანიებს მწვავე კონკურენციით და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდებენ. ვიდეოჩანაწერის ბოლოს, ადამიანები ნიღბებში ყვირიან „ალაჰ აკბარ“, ვიდეორგოლმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0