თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. H1N1-ისაგან მიღებული გართულებების შედეგად, აჭარაში 37 წლის ქალი გარდაიცვალა, იტყობინება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამხურზე დაყრდნობით.
ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე საქართველოში H1N1 ვირუსის გრიპით დაავადების 292 შემთხვევა გამოვლინდა, H3N2 – 10.
აჭარაში გრიპის შემდგომი გართულებების გამო ამ დროისათვის საავადმყოფოებში იმყოფება 127 პაციენტი, მათგან 13 რეანიმაციაშია. ვირუსი H1N1 დადასტურდა 48 შემთხვევაში.
დაავადებათა შემთხვევების გახშირების გამო, ექიმები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. მედიკოსები სთხოვენ მოსახლეობას, რომ დაავადების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.