თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მოლდოვა საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებულ ორასამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარს შეიძენს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართველი სპეციალისტები მოლდოვაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ციფრული მართვის ცენტრს დაამონტაჟებენ და საცეცხლე დანადგარებს დააყენებენ, რაც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს დაფარავს.
ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია. პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, — ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დააყენეს. მას შეუძლია აღმოაჩინოს სეტყვის ღრუბლები და გააკონტროლოს ისინი საწყის სტადიაში. საცეცხლე წერტილები კახეთის ყველა რაიონშია მოწყობილი.
სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სეტყვის ღრუბლების გაფანტვას საქართველოს მთავრობის დაკვეთით აწარმოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით. პროექტი საპილოტოა.