საქართველოს რკინიგზამ საბაჟო კონტროლის მექანიზმები გაამარტივა

© RIA Novostiნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რკინიგზამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა დანერგა ტვირთების საბაჟოზე გატარებისათვის, რაც საშუალებას მისცემს უწყებას მნიშვნელოვნად შეამციროს საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების დრო.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ს/ს,,საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ WBS-ს (,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენს“), კომერციული სამსახურებისა და საქართველოს საბაჟოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა, იტყობინება ს/ს „საქართველოს რკინიგზა“. აღნიშნული სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთზე ელექტრონულად ინფორმაციის მიღება და ტვირთის გადაადგილების კონტროლი. ამიერიდან, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სისტემა საშუალებას აძლევს კლიენტსა და საბაჟო სამსახურს საბუთები გაცილებით უფრო მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯით გააფორმოს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბაჟო- გამშვები პუნქტი კარწახი - Sputnik საქართველო
საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურებს ამარტივებენ
 

კომპანია WBS საქართველოს რკინიგზასთან 1973 წელს შეიქმნა როგორც ლაბორატორია. არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სერვისების ფორმა და შემადგენლობა. 2013 წლიდან იგი ფუნქციონირებს როგორც საქართველოს რკინიგზის ფილიალი, რომლის ამოცანაა საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარისხიანი მიწოდება. ფილიალმა 300-მდე წარმატებული პროექტი განახორციელა. 


ყველა ახალი ამბავი
0