ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაჭრილები მაშველებს ვერტმფრენით გადაჰყავთ

გამოწერა
მაშველები და ექიმები ქალაქ ბად-აიბლინგთან ახლოს ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი, ხოლო 150 - დაშავდა.

მაშველები და ექიმები ქალაქ ბად-აიბლინგთან ახლოს ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი, ხოლო 150 — დაშავდა.

ინციდენტის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა,განაცხადა „რია ნოვოსტისთან“  ქალაქ როზენჰაიმის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ჩვენ გამოვდივართ იმ ვერსიიდან, რომ საუბარი უბედურ შემთხვევაზე მიდის“, — განაცახდა პოლიციელმა და აქვე უარყო ტერაქტის შესაძლებლობა.

მისი განმარტებით, მომხდარი ფაქტის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა, 150 დაშავდა, 50 კი მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ კატასტროფის ადგილის გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

შეჯახება სამშაბათს დილით ბავარიაში, ქალაქ ბად-აიბლინგთან ახლოს მოხდა. ამჟამად ადგილზე დაახლოებით 100 მაშველი და ექიმი, ასევე რამდენიმე სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

ყველა ახალი ამბავი
0