პოლიციის განცხადებით, გერმანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / MICHAEL DALDERსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ქალაქ ბად-აიბლინგთან ახლოს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი, ხოლო 150 - დაშავდა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ქალაქ როზენჰაიმის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბავარიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 50-ის მდგომარეობა მძიმეა.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ამჟამად კატასტროფის შედეგად რვა ადამიანია დაღუპული. 50 მძიმედ არის დაჭრილი და კიდევ 100 — შედარებით მსუბუქად“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ კატასტროფის ადგილის გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

შეჯახება სამშაბათს დილით ბავარიაში, ქალაქ ბად-აიბლინგთან ახლოს მოხდა. ამჟამად ადგილზე დაახლოებით 100 მაშველი და ექიმი, ასევე რამდენიმე სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

ყველა ახალი ამბავი
0