თსუ 98 წლისაა

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 98 წლის იუბილე დოკუმენტური ფილმით „სათავეებთან“ აღნიშნა. ამ დროისათვის უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 98 წლის იუბილეს აღნიშნავს. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა სახელწოდებთ „სათავეებთან“, რომელიც თსუ-ში სამედიცინო ფაკულტეტის გახსნას და იმ ადამიანებს ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პროცესში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები და სტუდენტები. 

დღეისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთავარი სამეცნიერო სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ყოველწლიურად 200-მდე  ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე  20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 


ყველა ახალი ამბავი
0