სირიის არმიის სამხედრო მოსამსახურეები ლატაკის სპეციალიზებულ ცენტრში მოხალისეებს სამხედრო გადამზადებაზე იარაღის გამოყენებას ასწავლიან. თუ როგორ მიდის სასწავლო კურსი ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილავთ.
ცენტრში გადამზადებას ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანი გაივლის. ადრე მოხალისეების რიცხვი 1000-ს აღწევდა, თუმცა, ადგილის სიმცირის გამო, მათი რაოდენობა შემცირებულია.
ტერორისტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიის დაცვის მსურველები სამხედრო წვრთნებს გადიან, სწავლობენ იარაღის გამოყენებას.
ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე რუსეთი „ისლამური სახელმწოფის“ ობიექტებზე 30 სექტემბრიდან ავიადარტყმებს ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში ასობით ტერორისტი და ათასი ობიექტია განადგურებული.