ტაივანში მომხდარმა მიწისძვრამ 17-სართულიანი სახლის კორპუსი დაანგრია

გამოწერა

ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ადამიანმა კი სხეულის დაზიანებები მიიღეს. მაშველები 120-ზე მეტი ადამიანის შველას ცდილობენ, რომლებიც ამ დრომდე მიწის ქვეშ არიან მოყოლილნი.

ტაივანში შაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია, დაახლოებით 515 ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო 7 თებერვალს ავრცელებს.

ამჟამად მაშველები ნანგრევებიდან კიდევ 120-ზე მეტი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციაში 600-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, კუნძულ ტაივანის სამხრეთ ნაწილში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ქალაქ იუიცზის სამხრეთით, 25 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა ათეულობით კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ყველაზე მეტად მიწისძვრისგან ქალაქი ტაინანი დაზარალდა.

ყველა ახალი ამბავი
0