თბილისის ზოოპარკს მაიმუნები უბრუნდებიან

გამოწერა

თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრებისთვის ვოლიერს ამზადებენ, რომელშიც სხვადასხვა სახეობის მაიმუნებს მოათავსებენ. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ვოლიერი.
მაიმუნის წელში, რომელიც ჩინური კალენდრის მიხედვით 7 თებერვლის ღამეს დგება, თბილისის ზოოპარკს ზოოპარკების ევროპული ასოციაცია ახალ მაიმუნებს გადასცემს. ყველაზე დიდი სიახლე ამ შემთხვევაში ის არის, რომ მაიმუნებს მოათავსებენ ღია ვოლიერში.
„ახალი ვოლიერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდება — მაიმუნის ვოლიერი გისოსების ნაცვლად, ზოოპარკის დამთვალიერებლებისგან წყლის თხრილით იქნება გამოყოფილი და სტუმრები საყვარელ ცხოველებს თავისუფალ გარემოში დაათვალიერებენ“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშენიძემ.
ყველა მაიმუნი, რომლებიც მანამდე ბინადრობდნენ ზოოპარკში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობას შეეწირნენ.

ყველა ახალი ამბავი
0