საქართველოს მოქალაქის ფრაზამ „თვითმფრინავში ბომბია“ კიევი–თბილისის რეისი შეაყოვნა

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო ხომალდი
საჰაერო ხომალდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეის კიევი–თბილისი მგზავრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში ბომბია, რის შემდეგაც მგზავრები საჰაერო ხომალდიდან ჩაიყვანეს და ბარგი გასინჯეს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რეისი კიევი–თბილისი საქართველოს მოქალაქის ფრაზის, „თვითმფრინავში ბომბია“ გამო დაყოვნდა. მგზავრებს სალონის გათავისუფლება სთხოვეს, რის შემდეგაც მათი ბარგი პოლიციამ შეამოწმა.   

ინციდენტი კიევის „ბორისპოლის“ საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. 

„სავარაუდოდ, მთვრალი იყო და როგორც მერე შევიტყეთ, ისრაელიდან დეპორტირებული. ასე თვითონ ავიახაზების წარმომადგენლებმა თქვეს. ის ამბობდა, რომ თვითმფრინავში ბომბაა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა შემოწმება გადაწყვიტეს. მგზავრები თვითმფრინავიდან ჩამოსხეს, ხოლო მათი ბარგი პოლიციამ შეამოწმა“, — თქვა ერთ–ერთმა თვითმხილველმა „რუსთავი 2–ის“ ეთერში. 

ყველა ახალი ამბავი
0