თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისამართალდამცავები დამნაშავეს აკავებენ
სამართალდამცავები დამნაშავეს აკავებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა აბრამ ზ.-მ ყოფილი ცოლის მკვლელობა აღიარა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მამაკაცმა თავში ესროლა თავის ყოფილ ცოლს, 31 წლის ლია ტ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხევა შაბათ ღამეს მოხდა კუკიაზე, — იუწყება საქართველოს შსს–ის პრესსამსახური. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ღამით, თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს — 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

ყველა ახალი ამბავი
0