ბავშვები დაუნის სინდრომით საპროტესტო აქციაზე თბილისში
ბავშვები დაუნის სინდრომით საპროტესტო აქციაზე თბილისში
Sputnik საქართველო
მძიმეა უყურო ბავშვებს დაუნის სინდრომით, უფრო მძიმე - მათ მშობლებს, რომელთა ცხოვრება თავიანთი შვილებისათვის ომს ჰგავს. უფლებათა დამცველებთან ერთად, ამ ადამიანთა... 06.02.2016-ს, Sputnik საქართველო
მძიმეა უყურო ბავშვებს დაუნის სინდრომით, უფრო მძიმე - მათ მშობლებს, რომელთა ცხოვრება თავიანთი შვილებისათვის ომს ჰგავს. უფლებათა დამცველებთან ერთად, ამ ადამიანთა ჯგუფმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა, ასე გადაწყვიტეს მათ თავიანთი უფლებების დაცვა.
აქციის მონაწილეები დეპუტატ გოგი თოფაძისაგან მის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვა „დაუნისათვის“ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.
სკანდალური სიტუაცია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ შეიქმნა, როცა ფრაქცია „ქართული ოცნება — მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა პრეზიდენტი. ბევრ სხვა რამესთან ერთად, თოფაძემ ბრალი დასდო მარგველაშვილს, რომ მან ქართველი ხალხი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეადარა. თუმცა სახელმწიფოს მეთაურს, ეს სიტყვა არც ერთ თავის გამოსვლაში არ უხსენებია. თოფაძის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყო თოფაძისათვის დეპუტატის მანდატის მოხსნის მოთხოვნით. თავად თოფაძემ განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს.
მშობლები იმდენად გაბრაზებულები იყვნენ, რომ მათი თქმით დეპუტატ თოფაძის წერილობითი მობოდიშება საკმარისი არ არის, მან პარლამენტში ჟურნალისტების გარემოცვაში ან პირდაპირ ეთერში უნდა მოიხადოს ბოდიში