თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გრიპის ვირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად საქარათველოში. როგორც ქართული მედია იტყობინება, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შაბათს H1N1 ვირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას H1N1-ის დიაგნოზი დაუსვეს. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონიდანაა.
საქართველოში 2016 წელს გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 267 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა, 257 შემთხვევა H1N1 ვირუსზე მოდის, დანარჩენი კი, H3N1-ია.