ლოს-ანჯელესის მახლობლად, ოკეანის თავზე თვითმფრინავების შეჯახება მოხდა

© Flickr/ U.S. Coast Guard photo by Petty Officer 2nd Class Diana Honingsაშშ-ს სანაპირო დაცვა
აშშ-ს სანაპირო დაცვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეჯახება 15:30 საათზე მოხდა ადგილობრივი დროით. ამ დროისათვის ინფორმაცია გადარჩენილებზე არ არის.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ორი პატარა თვითმფრინავი შეეჯახა ერთმანეთს ჰაერში ლოს-ანჯელესის ყურეს მახლობლად ოკეანის თავზე და წყალში ჩავარდა. ამ დროისათვის ინფორმაცია გადარჩენილებზე არ არის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ პრეს“-ზე დაყრდნობით. 

აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეჯახება 15:30 საათზე მოხდა ადგილობრივი დროით. 

როგორც ტელეარხი FOX Los Angeles იტყობინება, თვითმფრინავების ბორტზე ორი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. 

შემთხვევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მუშაობენ მყვინტავები და მეხანძრეები. ლოს-ანჯელესის პორტში შესასვლელი ტრანსპორტისათვის დაკეტილია. 


ყველა ახალი ამბავი
0