თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, ტაივანის კუნძულზე მიწისძვრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, იტყობინემა სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „ხუანციუ შიბაოზე“ დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, კიდევ 378 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6,4 ბალის მაგნიტუდის მქონე მიწისძვრა ტაივანის კუნძულის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ბიძგები ადგილობრივი დროით შაბათს 03:57 საათზე დაფიქსირდა (23:57 პარასკევს თბილისის დროით). ბიძგების წყარო მიწის სიღრმეში 10 კილომეტრზე იყო. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დედაქალაქი ტაინანი დაზარალდა.