ამერიკელმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ქართველ კოლეგებს ტრენინგი ჩაუტარეს

© შსს-ს ვებ-გვერდი.ამერიკელმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ქართველ კოლეგებს ტრენინგი ჩაუტარეს
ამერიკელმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ქართველ კოლეგებს ტრენინგი ჩაუტარეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ჩატარებული 5 დღიანი სწავლების თემა - "შემთხვევის ადგილის გამოძიება" პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკელმა ექსპერტებმა ტრენინგი ჩაუტარეს, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

ტრენინგი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ოფისის ორგანიზებით, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) ექსპერტებმა ჩაატარეს.

Тбилиси - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზებაში ამერიკელი ექსპერტები ეხმარებიან

სწავლება თემაზე "შემთხვევის ადგილის გამოძიება" პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებისთვის დანაშაულის ადგილის დათვალიერების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა: დოკუმენტირება, ჩანაწერების წარმოება, ნახაზის აგება, ფოტოგადაღება და სხვა.

5 დღიან სწავლებაში შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის და რეგიონული დანაყოფების 20 ექსპერტ-კრიმინალისტი მონაწილეობდა.


ყველა ახალი ამბავი
0