დეპუტატმა დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა

გამოწერა

დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა ნათესავები და უფლებადამცველები დეპუტატ გოგი თოფაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. Sputnik-ი პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის კადრებს გთავაზობთ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მიმართვის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნება —მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა. კერძოდ, მან მარგველაშვილი დაადანაშაულა იმაში, თითქოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნის სინდრომით დაავადებულთ შეადარა. თუმცა, ქვეყნის მეთაურს თავის გამოსვლაში ეს შედარება არასდროს გაუკეთებია, უფრო მეტიც, მსგავსი განცხადება არც მის ადრინდელ განცხადებებშია. 

თოფაძის ამ განცხადებამ ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციასა და უფლებადამცველთა შორის.

რიგმა არასაპარლამენტო ორგანიზაციებმა თოფაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. გარდა ამისა, მათ პარლამენტის წინ აქციაც გამართეს.

თოფაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის უცდია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0