თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მოთამაშე „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა დაასახელა. მატჩი ევროპის ერთა თასის ფარგლებში ტარდება, — იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
თამაშზე 23 რაგბისტია გამოძახებული.
უკანა ხაზი:
ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“), გიორგი ფრუიძე („აია“), დავით კაჭარავა („ენისეი“), ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“), სანდრო თოდუა და ლაშა ხმალაძე („ლელო“), ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“).
შერკინება:
მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო“), ანტონ ფეიქრიშვილი („ბიიონი“), გიორგი ჩხაიძე (ლილი“), გიორგი ნემსაძე („ტარბი“), შალვა სუთიაშვილი („ანგულემი“), გიორგი თხილიაშვილი („ბათუმი“), ბექა გორგაძე „მონ დე მარსან“).
მარქაფა:
გიორგი აფციაური („არმია“), რევაზ ჯინჭველაშვილი („აია“), გიორგი ბეგაძე („ყოჩები“), ზურაბ ჟვანია („სტად დე ფრანს“), კახა ასიეშვილი („ბრივი“), გიორგი მელიქიძე („სტად დე ფრანსი“), ლაშა ლომიძე („ბეზიე“), საბა შუბითიძე „(აკადემია“).
დავით კაჭარავასთვის ეს მატჩი 88-ე იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით ის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენ მერაბ კვირიკაშვილს გაუსწორდა. ეს უკანასკნელი გერმანიის ნაკრებთან თამაშ ტრავმის გამო ტოვებს.
„კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ მაჯაზე ოპერაცია გაიკეთა. გვეგონა, რომ შაბათისთვის მომჯობინდებოდა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, არ გაგვერისკა. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში უკვე მწყობრში იქნება“, — თქვა მილტონ ჰეიგმა.
თამაში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის 14:00 საათზე იწყება „ავჭალის“ სტადიონზე. ბილეთები სტადიონის სალაროებში იყიდება და 5 ლარი ღირს.
ბილეთები დანომრილი არ იქნება და ამიტომ რაგბის კავშირი ქომაგებს შეძლებისდაგვარად ადრე მისვლას ურჩევს, რათა კარგი ადგილები დაიკავონ.