„მაესტრომ“ საცდელი მაუწყებლობა TV 11-ის სიხშირეზე დაიწყო

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშისაეთერო სტუდია
საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ტერიტორიაზე დაცვაა გაძლიერებული, რისი საფუძველიც „მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის მოთხოვნა იქცა -ძმები გაჩეჩილაძეების ტერიტორიაზე არშეშვების შესახებ.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ ვნებათაღელვა რამდენიმე დღეა არ წყდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „მაესტრომ“ საცდელი მაუწყებლობა TV 11-ის სიხშირეზე დაიწყო და ამ დროისათვის ეთერში რადიო „მაესტრო“ გადის, — ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, „მაესტრო“ ეთერში შესაძლოა „მაესტრო 24“-ის სახელწოდებით გავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ტელეკომპანიის ტერიტორიაზე დაცვაა გაძლიერებული, რისი საფუძველიც  „მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის მოთხოვნა იქცა —ძმები გაჩეჩილაძეების ტერიტორიაზე არშეშვების შესახებ. 

გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია - Sputnik საქართველო
კორძახია: ბაია გადაბაძე გია გაჩეჩილაძის დისკრედიტაციას ბინძური ხერხებით ცდილობს

„მე გახლავართ ამ შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორი და დაცვის სამსახურს მოვთხოვე პერიმეტრის გაძლიერება. ვისაც არ აქვს დესტრუქციული სურვილი, ის „მაესტროს“ შენობაში თავისუფლად შემოვა, მაგრამ შემოჭრის საშუალებას ნამდვილად არავის მივცემ“, — განაცხადა ბაია გადაბაძემ მედიასთან.

მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ორშაბათს ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა. 

„სტუდია მაესტროს“ პარტნიორებმა ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან ტელეარხ „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გია გაჩეჩილაძის ძმა ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა.

ამ დროისათვის კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-ანი წილი გიოეგიგაცეჩილაძეს ეკუთვნის, დიზაინერ მაკა ასათიანის მფლობელობაშია 25%, მამუკა ღლონტისა — 15%, ხოლო ეკატერინე აკობიასი— 5%. 


ყველა ახალი ამბავი
0