თქვენ ჯერ არ გიხილავთ ლეგენდარული ქართული ანსამბლ „ერისიონის“ ფლეშმობი? თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ. მიუხედავად მსოფლიო დიდებისა, ისინი მხოლოდ დიდ სცენაზე არ ცეკვავენ და მღერიან. ბავშვებისათვის ისინი სავაჭრო ცენტრში ცეკვისთვისაც მზად არიან.
თავისი თავბრუდამხვევი ცეკვა „ფერხულით“ „ერისიონის“ წევრებმა განუმეორებელი სიამოვნება მიანიჭეს თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებს, რომლებიც შემთხვევით, როგორც იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ.
აქცია წარმატებული აღმოჩნდა — თანხა, რომელიც შეგროვდა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცა.
„ფერხული“ ერთ-ერთი უძველესი ქართული ცეკვაა, რომელსაც მამაკაცები, მომღერალთა გუნდის თანხლებით ასრულებენ.
რას წარმოადგენს „ერისიონი“?— ანსამბლი დღეს მსოფლიოში „ეთნო“ სტილის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. გასულ წელს „ერისიონმა“ დაარსებიდან 130 წელი იზეიმა.