ხელისუფლებისთვის ბუნებრივი აირის „კოლოსალური“ მარაგის შესახებ ცნობილი არ არის

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკშიტრანსნავთობი
ტრანსნავთობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულმა კომპანიამ FronteraResources-მა განაცხადა, რომ საქართველოში 5,3 ტრილიონი კუბომეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ნავთობგაზის კომპანიას FronteraResources-ს საქართველოსთვის მის ტერიტორიაზე 5,3 ტრილიონი კუბომეტრი ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენის თაობაზე არ უცნობებია, განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. 

იანვრის შუა რიცხვებში FronteraResources-მა განაცხადა, რომ მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას კახეთში 5,3 ტრილიონი კუბომეტრი გაზის რესურსი აღმოაჩინა. ამასთან, მედიაში აქტიურად დაიწყო ამ საკითხის განხილვა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ასეთი მარაგი გააჩნია. 

 „Frontera-ს გავრცელებულ განცხადებებში რესურსის სახით რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია მითითებული. რესურსი — ეს მარაგი არ არის. იმისთვის, რომ რესურსი მარაგის კატეგორიაში გადავიდეს, ძალზე დიდი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო“, — განუცხადა ტატიშვილმა სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“.

გეგმები, რომლებიც FronteraResources-მა საქართველოს წარმოუდგინა, არ ითვალისწინებს იმ სამუშაოებს, რომლებიც ამ რესურსების მარაგში გადაყვანისთვისაა აუცილებელი.

„შესაბამისად, კომპანიას სახელმწიფოსთვის ბუნებრივი აირის აღმოჩენის შესახებ არ უცნობებია, როგორც ეს საერთაშორისო კანონმდებლობითა და Frontera-სა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, — აღნიშნა ტატიშვილმა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანიისგან ელოდება ნაბიჯებს, რომლებიც ამ რესურსების მარაგების კატეგორიაში გადასაყვანად არის საჭირო, განაცხადა მან.

 „Frontera-სგან ამ რესურსების არსებობის, მათი მოპოვების განხორციელებისა და კომერციალიზაციის დადასტურებას ველოდებით, თუ ეს, საერთოდ, შესაძლებელია. ჯერჯერობით ამისთვის კომპანიას არანაირი წინაპირობა არ შეუქმნია“, — აღნიშნა ტატიშვილმა.

მან განმარტა, რომ თუ კახეთში ნამდვილად არის რამდენიმე ტრილიონი კუბომეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ საქართველოს მოთხოვნილების გათვალისწინებით (წელიწადში 2 მლრდ კუბომეტრი), ქვეყანას არა მხოლოდ საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილება, არამედ „ცისფერი საწვავის“ ექსპორტზე გატანაც შეუძლია.

FronteraResources-ის მიერ საქართველოში გაზის მარაგის დადასტურებული მოცულობაა 1 მლრდ 925 მლნ კუბომეტრი, განაცხადეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

FronteraResourcesCorporation ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიებით დაკავებული ამერიკული კომპანიაა. ის 1996 წელს დაარსდა. კომპანიის სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზრებზე ნახშირწყალბადების მოპოვებაზე პერსპექტივების მოძიებაში მდგომარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0