გაეროს მუშა ჯგუფმა ასანჟის გათავისუფლება მოითხოვა

© RIA Novostiჯულიან ასანჟი
ჯულიან ასანჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს მუშა ჯგუფი მოითხოვს, რომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა შეწყდეს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გაეროს თვითნებური დაკავებების საკითხებში მუშა ჯგუფმა „ვიკილიქსის“ უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის გათავისუფლება და მისთვის კომპენსაციის გადახდა მოითხოვა, — იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო.  

„მუშა ჯგუფი ირწმუნება, რომ ბატონი ასანჟისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა უნდა შეწყდეს, რომ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ მის ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას, და რომ მას უნდა მიეცეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება“, — ნათქვამია გაეროს მუშა ჯგუფის განცხადებაში. 

შვედეთის პროკურორმა უკვე განაცხადა, რომ ასანჟის საქმის გამოძიებისთვის (რომელსაც შვედეთში გაუპატიურება ედება ბრალად) გაეროს მუშა ჯგუფის გადაწყვეტილებას ფორმალური მნიშვნელობა არ გააჩნია. ასანჟის ადვოკატს კი მიაჩნია, რომ გაეროს მუშა ჯგუფის განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ასანჟი. 

შეგახსენებთ: ჯულიან ასანჟი 2010 წლის დეკემბერში დააკავეს ლონდონში შვედეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე. 2010 წლის ზაფხულში ორმა შვედმა ქალბატონმა ასანჟს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, რის საფუძველზეც შვედეთმა გამოძიება დაიწყო და მისი გადაცემა მოითხოვა. ამის გამო ჯულიან ასანჟმა 2012 წელს თავშესაფრის თხოვნით მიმართა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს, რომლის კუთვნილ შენობაშიც ცხოვრობს დღემდე. 


ყველა ახალი ამბავი
0