პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

© Ministry of Finance of Georgia საბაჟო გამშვები პუნქტი
საბაჟო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1985 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს - ცირა ღ.-ს 25 აბი "ექსტაზი" თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოში გადმოჰქონდა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს რომელსაც თურქეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "ექსტაზი" შემოჰქონდა, — იტყობინება შსს-ს პრესსამსახური. 

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
ბათუმის მკვიდრი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას ცდილობდა

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0