პრეზიდენტი კრიზისების საბჭოს უშიშროების საბჭოში გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავს

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი. არქივის ფოტო
გიორგი მარგველაშვილი. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკმარისი იქნება თუ ეს ორი ინსტიტუტი - უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და სახელმწიფო უშიშროების საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.

თბილისი, 5 თებერვალი —Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭო ერთადერთი ფორმალური ინსტიტუტია, სადაც პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და საპარლამენტო ხელისუფლების ხელმძღვანელი ერთად სხდებიან, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები გადაწყვიტონ, მარგველაშვილის თქმით, ამაზე  მაღალი პოლიტიკური ფორმატი საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს. 

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც ექს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დროს შეიქმნა მთავრობის სტრუქტურაში, პრეზიდენტი არ მიიჩნევს საჭიროდ მის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურაში შესვლას.

„კრიზისების მართვის სტრუქტურა არის სამთავრობო ფუნქცია და უნდა დარჩეს მთავრობას“, — თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს " ეთერში და აქვე აღნიშნა, რომ ეს ორი ინსტიტუტი ეფექტურად უნდა თანამშრომლობდეს. 

გიორგი მარგველაშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტი რამენაირად გაეყვანათ რეალური პოლიტიკიდან

"2014 წელს მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შემუშავებული და გაზიარებული იქნა პარლამენტის მიერ, უშიშროების საბჭო გახდა კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო მანამდე. ეს მოხდა იმიტომ, რომ უშიშროების საბჭო გახდა ერთადერთი ფორმალური ინსტიტუტი, რომელშიც პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და საპარლამენტო ხელისუფლების ხელმძღვანელი ერთად სხდებიან, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები გადაწყვიტონ. ასეთი მაღალი პოლიტიკური ფორმატი საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს. 

მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც — კრიზისებიც. კრიზისები, რომელიც ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურებმა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ. ამისათვის მთავრობაში უნდა არსებობდეს რაღაც ტიპის მექანიზმი, რომელიც კრიზისებს გაუმკლავდება. 

მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი კრიზისი შესაძლოა გახდეს იმდენად საგანგაშო, რომ ამ საკითხის გატანა გახდეს საჭირო უშიშროების საბჭოზე. და ამ საკითხზე არა უბრალოდ ქმედებები, არამედ პოლიტიკური რეაგირება გახდეს საჭირო. ჰარმონიულ თანამშრომლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება ვისაუბროთ ამ ორი ინსტიტუტის ეფექტურად თანამშრომლობაზე", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: დაიწყო კამპანია „საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო“
 

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მთავრობის მინისტრთა კაბინეტთან, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა. პრეზიდენტისა და ექს პრემიერის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, როდესაც ღარიბაშვილი იგნორირებდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომებს, კრიზისების მართვის  საბჭო განიხილებოდა როგორც ამ უკანასკნელის ერთგვარი ალტერნატიული ორგანო. 


ყველა ახალი ამბავი
0