ტრანსგენდერი ბიანკა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

© Giorgi Balakhadzeპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიანკა შიგუროვა და მისი ძაღლი თბილისის ერთ -ერთ რაიონში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.

თბილისი, 4 თებერვალი —Sputnik.  საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას დაღუპვის გარემოებებს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „17 მაისის“ ინფორმაციაში. სიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში, თავის ბინაში. სახლში ასევე მკვდარი ძაღლი იპოვეს. 

22 წლის დაღუპულს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა დაღუპვა გაზის გაჟონვას გამოეწვია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სავარაუდოდ იგი 3-4 დღის წინ გარდაიცვალა. 

სასხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლითაა აღძრული. 


ყველა ახალი ამბავი
0