თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. კიევის აეროპორტში ბოინგის დაბრუნების მიზეზი მგზავრთა კაბინაში ჰერმეტიზაციის არარსებობა იქცა, იუწყება კიევის საერთაშორისო აეროპორტის „ჟულიანის“ პრესსამსახური ხუთშაბათს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფრმაცია, რომ ავიაკომპანია Yanair-ის თვითმფრინავი, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა, იძულებული გახდა „ჟულიანი —კიევის“ აეროპორტში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაბრუნებულიყო.
„ავიაკომპანია YanAir-ის თვითმფრინავი Boeing 737-300, რომელიც რეგულარულ რეისს ასრულებდა ბათუმში, ოთხშაბათს, 3 თებერვალს, ტექნიკური გაუმართაობის გამო აეროპორტში დაბრუნდა. ეკიპაჟი ფრენის უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებული ყველა პროცედურით მოქმედებდა“, — განაცხადეს აეროპორტის პრესსამსახურში.
პრესსამსახურის მონაცემებით, ბორტზე 81 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან არავინ დაშავებულა.
ყველა მგზავრი სარეზერვო თვითმფრინავით იმავე დღეს ბათუმში გადაფრინდა.